მექსიკაში, ქალაქის მერი, მისი მუშაობით უკმაყოფილო მოქალაქეებმა, ავტომობილს გამოაბეს და ქუჩებში ათრიეს

საქართველო, თბილისი - 10:45 | 09.10.2019
ნანახია: 1086

მექსიკაში, ლას-მარგარიტასის მუნიციპალიტეტის მერი  ხორხე ესკანდონი ავტომობილს გამოაბეს და ქუჩებში ათრიეს. იუწყება გამოცემა Heraldodemexico.

როგორც ირკვევა, მერი მოსახლეობას გზების მშენებლობას დაპირდა, მაგრამ არ შეასრულა.

უკმაყოფილო მოქალაქეებმა ესკანდონი თოკით ავტომობილს გამოაბეს და ქალაქში ათრიეს, ვიდრე პოლიციამ ავტომობილი არ გააჩერა.

სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

მედიის ცნობით, ესკანდონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლებამ ადგილობრივები მერის გატაცების მცდელობაში დაადანაშაულა, დაკავებულია 30 ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე