თეთრ სახლი მიიჩნევს, რომ ტრამპის იმპიჩმენტი უკანონოა და უარს ამბობს გამოძიებაში მონაწილეობაზე
საქართველო, თბილისი - 10:10 | 09.10.2019 ნანახია: 867
თეთრ სახლს მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი უკანონოა და უარს ამბობს გამოძიებაში მონაწილეობაზე, ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სტეფანი გრიშემმა განაცხადა.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელით, მისმა იურისკონსულტმა პეტ ჩიპოლონემ წერილი გაუგზავნა სპიკერ პელოსს (წარმომადგენელთა პალატის) და კონგრესის კომიტეტების თავმჯდომარეებს ენგელს, შიფსა და კამინგსს. წერილი ცხადყოფს, რომ დემოკრატების გამოძიება მოკლებულია რაიმე კონსტიტუციურ საფუძველებს, სამართლიან მიდგომასა და სამართალწარმოების გარანტიების ელემენტარულ დაცვას“, - -აღნიშნა გრიშემმა.
მისი თქმით, იმპიჩმენტის ინიციატორები „ემუქრებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლებს სასჯელით, იმის გამო, რომ ისინი იცავენ თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებსა და პრეროგატივებს“.
ეს ყველაფერი, როგოც გრიშემი აღნიშნავს, არღვევს კონსტიტუცია და სამართლიანობის უზენაესობის პრინციპს. „ამ მიზეზებიდან გამომდინარე აღმასრულებელი ხელისუფლება მონაწილეობას არ მიიღებს ამ პოლიტიკურ თეატრში“, - აღნიშნა პრეს-მდივანმა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსმა თეთრი სახლი გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, გამოძიებისთვის ხელის შეშლად შეფასდება.
სექტემბერში თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა, რომელიც ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოსთხოვა ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერის საქმიანობის გამოძიება, რომლიც Burisma Group-ის დირქტორთა საბჭოს წევრი იყო.
დემოკრატებმა ტრამპის წინააღმდერგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს. პრეზიდენტს ისინი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დისკრედიტაციის მცდლობაში ადანაშაულებენ, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მთავარი კონკურენტია. ტრამპი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ კორუფციის საქმე ჩინეთმაც უნდა გამოიძიოს, საიდანაც მისი აზრით, ჰანტერ ბაიდენი ფინანსურ სარგებელს იღებდა.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















