გერმანიაში მოქალაქეებისთვის სატვირთოს დაჯახების ფაქტს ხელისუფლება ტერაქტად აფასებს

საქართველო, თბილისი - 16:48 | 08.10.2019
ნანახია: 663

გერმანიის ხელისუფლებამ ქალაქ ლიმბურგ-ან-დერ-ლანში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი მოქალაქეების ჯგუფს დაეჯახა, ტერორისტული აქტი უწოდა. შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.

გერმანული მედიის ცნობით, ავტომობილი გატაცებული იყო. პოლიციამ  მძღოლის დაკავება შეძლო. ის 30 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც გერმანიაში სირიიდან ჩავიდა.

ამ მომენტისთვის დაშავებულთაგან შვიდი ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა დაკავებულიც.

მომხდარს მაინის ფრანკფურტის პროკურატურა გამოიძიებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე