ფედერიკა მოგერინი გმობს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით თურქეთის სამხედრო მოქმედებებს

საქართველო, თბილისი - 11:15 | 08.10.2019
ნანახია: 798

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო მოქმედებებმა შესაძლოა, დააზიანოს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კოალიციის გლობალური ძალისხმევა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მედიის ცნობით, თურქეთის ავიაციამ იერიში მიიტანა სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) ქურთთა ბაზებზე სირიაში, ჰასეკის პროვინციაში.

 „სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ქმედებები მშვიდობიანი მოქალაქეების ყოფას უფრო დაამძიმებს, „ილსამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მუშაობას დააზიანებს და უფრო გართულება პოლიტიკური პროცესის პერსპექტივებისა და მშვიდობის დამყარება, რომლის მიღწევას გაეროს ხელმძღვანელობით ვცდილობთ “, - დაწერა მოგერინიმ მიკორბლოგ Twitter-ში.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სპეცოპერაციის მიზანია თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორიებიდან ქურთთა რაზმების გაწმენდა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს თურქეთის ხელისუფლების მოქმედებებს სირიის ჩრდილოეთით. ამ რეგიონში განლაგებულია ქურთთა ძალები, რომლებიც აშშ-ს მოკავშირეები არიან, თურქეთი კი მათ ტერორისტებად მიიჩნევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე