დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონიმიკის განადგურებით ემუქრება

საქართველო, თბილისი - 10:53 | 08.10.2019
ნანახია: 866

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკის დანგრევით დაემუქრა, თუ ანკარა დაშვებულ ზღვარს გადავა.

 „როგორც ადრე მტკიცედ ვაცხადებდი, ახლაც გავიმეორებ, თუ თურქეთი ისეთ რამეს გააკეთებს, რაც ჩემი შეუდარებელი სიბრძნით, ზღვარგადასული იქნება, მთლიანად გავანადგურებ და დავანგრევ თურქეთის ეკონომიკას, როგორც ეს ადრე გავაკეთე“, - დაწერა ტრამპმა მიკორბლოგ Twitter-ში.

ტრამპის მუქარა მას შემდეგ გაისმა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მზად არის დამოუკიდებლად ჩაატაროს სამხედრო ოპერაცია თავის საზღვართან, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც თურქეთი და აშშ თავდაპირველად უსაფრთხოების ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. ერდოღანს მიაჩნია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ თავისი დაპირება არ შეასრულა.

დამოუკიდებელი სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ თურქეთის ლიდერმა 1 ოქტომბერს განაცხადა. ხუთი დღის შემდეგ ის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, რომლის შედეგების მიხედვით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს თურქეთის ხელისუფლების მოქმედებებს სირიის ჩრდილოეთით. ამ რეგიონში განლაგებულია ქურთთა ძალები, რომლებიც აშშ-ს მოკავშირეები არიან, თურქეთი კი მათ ტერორისტებად მიიჩნევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე