7-8 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

საქართველო, თბილისი - 12:56 | 07.10.2019
ნანახია: 90

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

9 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 ოქტომბერს ისევ გამოიდარებს.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 7 და 9 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე