რუსთავში, 36 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე სამი პირია დაკავებული, მათგან ორი სამართალდამცველი

საქართველო, თბილისი - 09:50 | 07.10.2019
ნანახია: 812

რუსთავში 36 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთაშვილის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, საქმეში კიდევ სამი პირი ფიგურირებს, მათგან ორი სამართალდამცველია და ისინი პოლიციამ უკვე დააკავა. ამის შესახებ ადვოკატმა ქვემო ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა.

გეთაშვილს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება

36 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა. მას დანით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი მას თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა.

გეთაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე