ყანჩელის მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას - აშშ-ის საელჩო

საქართველო, თბილისი - 10:25 | 02.10.2019
ნანახია: 1203

შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას. დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე