რიკი მარტინი და მისი ქმარი მეოთხე შვილს ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 15:39 | 30.09.2019
ნანახია: 1555

პუერტო-რიკოელმა მომღერლმა რიკი მარტინმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე ჯავან იოსეფი კიდევ ერთ შვილს ელოდებიან. წყვილისთვის ის უკვე მეოთხე ბავშვი იქნება, რიკი და ჯავანი ზრდიან 11 წლის ტყუპებს ვალენტინოსა და მათეოს და 9 თვის ქალიშვილს ლუსიას.

მომღერალმა სასიხარულო ამბავი ვაშინგტონში, ადამიანის უფლებათა დაცვის კამპანიის ფარგლებში გამართულ ვახშამზე  სიტყვით გამოსვლის დროს გააჟღერა. ღონისძიებაზე მას ჯილდოც გადაეცა.

 „ჩემი ოჯახი აქ არის... ჩემი ქმარი, ჯავანი, მიყვარხარ. ჩემი მშვენიერი ტყუპები, ვალენტინო და მათეო, ისინიც  აქ არიან. მიყვარხარ მთელი გულით, შენ ჩემი ძალა ხარ, შენ მე მასულდგმულებ ყოველდღე. მაძლევ მოტივს, გავაგრძელო ის საქმე, რასაც ვაკეთებ, თქვენ კი ბიჭებო, შესანიშნავი ბავშვები ხართ. მე თქვენ მიყვარხართ“, - ასე მიმართა რიკი მარტინმა ოჯახის წევრებს.

„სხვათაშორის უნდა განვაცხადო, რომ, ჩვენ ორსულად ვართ“, - აღიარა მარტინმა, რასაც დარბაზში შეძახილები მოყვა. „ჩვენ ველოდებით... მიყვარს დიდი ოჯახები“, - დასძინა მან.

В семье Рики Мартина ожидается пополнение-ის სურათის შედეგი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე