2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებელთა ხელფასი 300 ლარით გაიზრდება

საქართველო, თბილისი - 13:04 | 30.09.2019
ნანახია: 861

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პედაგოგების ხელფასები იზრდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტს პროექტის განხილვისას აღნიშნა, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება, როგორც მიმდინარე ისე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება 300 ლარით.

"ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით. გარდა ამისა გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათან გათანაბრებული პირებისთვის და სახელმწიფო ამ ჯგუფის ადამიანებს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარი.

2020 წლის 1-ელი ივლისიდან ასევე 100 ლარით გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასები", განაცხადა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე