სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარს გაყიდის

საქართველო, თბილისი - 17:19 | 26.09.2019
ნანახია: 890

ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის, აღნიშნულის სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბანკის განმარტებით, ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

"გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად", აცხადებენ სებ-ში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე