რუსეთის შეიარაღებული ძალების ნავს ლომვეშაპი თავს დაესხა და ჩაძირა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 24.09.2019
ნანახია: 1486

ფრანც-იოსების არქიპელაგზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ნავს, რომელსაც მკველვართა ექსპედიცია გადაყავდა, თავს ლომვეშაპი დაესხა და ჩაძირა. სავარაუდოდ ის თავის შვილებს  იცავდა. ნავი ფსკერისკენ დაეშა, თუმცა კარგი ამინდისა და ეკიპაჟის სიმამაცის წყალობით, სერიოზული პრობლემები თავიდან აიცილეს,  მკვლევარებს დაზიანება არ მიუღიათ და .ნაპირამდე უვნებლად მიაღწიეს. იუწყება Barents Observer-ი. 

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მკვლევრები რუსეთის საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტის საბუქსირე გემ„ალტაის“  გადაჰყავდა.

რუსეთის გეოფრაფიული საზოგადოება წერს, რომ  პოლარული განედები საფრთხეებით სავსეა. ინციდენტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არქტიკაში ადამიანებს არავინ ელოდება. ველური ცხოველები, შტორმი, დაბალი ტემპერატურა ექსპედიციის წევრებისთვის გამუდმებით საფრთხის შემცველია.

Barents Observer-ის ცნობით, ლომვეშაპის სიახლოვეს დრონი დაფრინავდა და შესაძლოა, მისი გაღიზიანებაც ამან გამოიწვია.

Фото: Леонид Круглов

 

Фото предоставлено Северным флотом




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე