დემი მური ეშტონ კატჩერთან ერთად ჯგუფური სექსის გამო ძალიან ნანობს

საქართველო, თბილისი - 16:04 | 23.09.2019
ნანახია: 2232

ამერიკელი მსახიობი დემი მური თავის ბიოგრაფიულ წიგნში Inside Out-ი  ყოფილ ქმართან ეშტონი კატჩერთან რვაწლიანი ქორწინების დროს ჯგუფური სექსის გამო დიდ სინანულს გამოთქვამს. იუწყება RadarOnline.

56 წლის ვარსკვლავის თქმით, ყოფილმა ქმარმა ორჯერ შესთავაზა სექსით სამნი დაკავებულიყვნენ და ისიც დათანხმდა. „მინდოდა მეჩვენებინა, როგორი კარგი და მხიარული ვიყავი“, -აღაირა მსახიობმა. ის ამბობს, რომ მომხდარი დიდი შეცდომა იყო.

ამის შემდეგ 2010 წელს მედიასაშუალებებიდან შეიტყო, რომ ქმარმა მას 21 წლის გოგონასთან თავიანთ სახლში უღალატა, როდესაც ის ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. როგრც მური მემუარებში წერს, კატჩერი ამის გამო თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა. მან ცოლს უთხრა, რომ ასეთ ნაბიჯზე იმის გამო წავიდა, რომ მათ ინტიმურ ურთიერთობებში მესამე ადამიანი ჩაერთო, რამაც დაშვებული ქმედებების საზღვრები დაანგრია.

ღალატის შემდეგ ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრებას განაგრძობდა, თუმცა 2011 წელს მურმა სოციალურ ქსელში წაიკითხა, რომ ქმარმა მას კვლავ უღალატა, ამჯერზე სხვა გოგონასთან სან-დიეგოში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე. ამ შემთხევის შემდეგ ცოლ-ქმარმა განქორწინება გადაწყვიტა.

2018 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დემი მურმა რომანი გააბა სერბ სტილისტთან მაშა მანძუკასთან. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალები მაშა მანძუკას ქალიშვილს ერთად ზრდიდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე