პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება პროკურატურის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას

საქართველო, თბილისი - 15:26 | 20.09.2019
ნანახია: 701

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება პროკურატურის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე