ხაშური-აგარის მონაკვეთზე ავარიის დროს დაშავებული პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 12:08 | 20.09.2019
ნანახია: 840

ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მედიკოსთა ცნობით, პაციენტს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია და რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის მძიმეა, თუმცა სტაბილური.

„პაციენტის მდგომარეობა შეფასდა და აუცილებელი გახდა ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რაც ჩატარდა კიდეც სასწრაფო წესით და პაციენტი, მიუხედავად ოპერაციის სირთულისა და მდგომარეობისა, გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური“ - აცხადებს მარინა გელანტია. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე