მიკი რურკს სურს უკრაინაში დაკრძალონ

საქართველო, თბილისი - 11:05 | 20.09.2019
ნანახია: 1210

ჰოლივუდის მსახიობი მიკი რურკი ითხოვს უკრაინის სოფელ ზაგორცში დაკრძალონ.

მან ამის შესახებ უახლოეს მეგობარსა და თანაშემწეს დიმიტრი კორნეიჩუკს სთხოვა.

„მე ველაპარაკე დიმას: როდესაც მოვკვდები, არ მინდა, რომ აქ დამმარხონ. მან მაჩვენა ადგილი, სადაც დაკრძალულია მისი პაპა, და მინდა, რომ მეც იქ დამასაფლაონ“, - განაცხადა მსახიობმა უკრაინულ გამოცემა „სეგოდნია.უა“-სთან ინტერვიუში.

მიკი რურკი ამერიკელი მსახიობი და სცენარისტია. ის 50-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, მათ შორის არის „ცხრანახევარი კვირა“, „ანგელოზის გული“, „მებრძოლი თევზი“ და სხვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე