თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:19 | 19.09.2019
ნანახია: 802

თბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

თვითმხილველების თქმით, ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე