ავღანეთში მორიგი ტერაქტი მოხდა - დაიღუპა 12 და დაიჭრა 60-ზე მეტი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:37 | 19.09.2019
ნანახია: 755

ავღანეთში მომხდარი აფთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დაჭრილია 60-ზე მეტი ადამიანი. ინციდენტი ზაბულის პროვინციის ქალაქ ქალათში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 8 დაღუპულის შესახებ.

მედიის ცნობით, აფეთქება ცენტრალური საავადმყოფოს სიახლოვეს მოხდა. ყველა დაღუპული მშვიდობინი მოქალაქეა - პაციენტები და ექიმები. შენობა ძლიერ დაზიანდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

ორი დღის წინ ქაბულსა და ფარვანის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას 48 ადამიანი ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა. „თალიბანი“ სექტემბრის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლით იმუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე