დონალდ ტრამპი მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენს დანიშნავს

საქართველო, თბილისი - 17:42 | 18.09.2019
ნანახია: 870

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენს დანიშნავს.

 „მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ რობერტ ობრაიენს ვნიშნავ მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის ამჟამად წარმატებით მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად. რობერტთან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი. ის ამ სამუშაოს თავს წარმატებით გაართმევს“, - წერს ტრამპი მიკრობლოგ Twitter-ში.

მრჩევლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ტრამპმა ამ პოსტიდან ჯონ ბოლტონი გაათავისუფლა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე