სერიალ „ბეჭდების მბრძანებელს“ ახალ ზელანდიაში გადაიღებენ

საქართველო, თბილისი - 17:14 | 18.09.2019
ნანახია: 1079

კომპანია Amazon Studios-მა განაცხადა, რომ ტელესერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადასაღებად ქვეყანა უკვე შეარჩია. იუწყება ВВС.

სერიალის გადაღებები ახალ ზელანდიაში დაიწყება. სავარაუდოდ, სერიალი ყველა დროის სერიალებს შორის ყველაზე ძვირადღირებული იქნება. არსებული ინფორმაციით, მისი წინასწარი ღირებულება 1 მლრდ დოლარს შეადგენს.

Amazon-ს, კინოტრილოგიის - „ბეჭდების მბრძანებლის“ წარმატების გამეორება სურს, რომელიც ასევე ახალ ზელანდიაშია გადაღებული. კინოტრილოგია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის წიგნის მიხედვით არის გადაღებული.

Amazon-ის ინფორმაციით, სერიალის გადაღებები უახლოეს ხანებში ოკლენდში დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე