სკოლაში ხანძარს 28 ადამიანი, მათ შორის 26 ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:33 | 18.09.2019
ნანახია: 765

სულ მცირე 26 ბავშვი და ორი მასწავლებელი დაიღუპა ლიბერიაში, სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“.

ინციდენტი ლიბერიის დედაქალაქ მონროვიას გარეუბანში მოხდა. ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია.

ქვეყნის პრეზიდენტმა ჯორჯ ვეამ დაღუპულების ოჯახებს Twitter-ის მეშვეობით მიუსამძირა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე