რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ნარკოზის დიდი დოზის გამო 18 წლის გოგო გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 18.09.2019
ნანახია: 905

რუსთავში, ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა.

გეგმიური ოპერაციის დაწყებამდე გოგონას ოპერაციისთვის მოსამზადებელი შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა რა დროსაც მას გული გაუჩერდა.

დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ რომ, სიკვდილი სავარაუდოდ ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე