თურქეთში კაშხლის ასაშენებლად უძველესი ქალაქის ჩაძირვა იგეგმება
საქართველო, თბილისი - 16:49 | 17.09.2019 ნანახია: 1390
თურქეთში, მდინარე ტიგროსზე აშენდება კაშხალი, რის გამოც ტერიტორიაზე არსებული დასახლებული პუნქტების ჩაძირვა უნდა მოხდეს. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს 200-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის უძველესი ქალაქი ჰასანქეიფი. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
წყალში უნდა ჩაიძიროს უამრავი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ არ იყო შესწავლილი. ცოტა ხნის წინ პროვინციის გუბერნატორმა მოსახლეობას განუცხადა, რომ ტერიტორიის დატოვებისთვის დრო 8 ოქტომბრამდე აქვთ. რის შემდეგაც ჰასანქეიფი შემოისაზღვრება, მოსახლოებას კი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანენ.
ამჟამად, ჰასანქეიფი, რომელიც ტიგროსის პირას მდებარეობს, პატარა ქალაქია. მისი მოსახლოება 3000 ადამიანს შეადგენს. პირველად ქალაქი მოხსენიებულია ლურსმულ დამწერლობებში, რომელიც ჩვენს ერამდე 1800-1750 წლებით არის დათარიღებული.
მაშინ ქალაქს ილანშურა ერქვა და ხურითების სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. შემდეგ ის ეკუთვნოდა მითანის სახელმწიფოს, ახალასირიისა და სპარსეთის იმპერიებს. ელინურ, რომაულ და ბიზანტიურ ეპოქებში ის ცნობილი იყო ლათინური სახელწოდებებით - Cephe, Cepha, Ciphas და ბერძნული სახელით Κιφας.
IV–VI საუკუნეებში ქალაქში განლაგებული იყო ჯარი, რომელიც სპარსელებთან ომში მონაწილეობდა. V საუკუნეში ქალაქი ეპისკოპოსის რეზიდენცია გახდა. 640 წელს ქალაქი არაბებმა დაიპყრეს და ჰისნ-ქაიფი („ქაიფის ციხესიმაგრე) უწოდეს. მოგვიანებით კი ის თურქულ ჰასანქეიფად გადაიქცა.
ტიგროსზე კაშხლის აშენების გეგმა პირველად 1950-იან წლებში შემუშავდა, თუმცა მის განხორციელებას მხოლოდ 2006 წელს შეუდგნენ. კაშხლის სიმაღლე 135 მ-ს შეადგენს, სიგანე - 1820 მ-ს. წყალსაცავს ექნება 10,4 კუბ/კმ-ის ფართობი. კაშხალი განკუთვნილი იქნება წყალდიდობის კონტროლისთვის, ასევე წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემისთვის. მასთან შექმნილმა ჰიდროელექტროსადგურმა კი ყოველდღიურად საათში 3833გიგავატი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.
ჰასანქეიფის გარდა ჩაძირვის ზონაში ასევე მოხვდება 198 დასახლებული პუნქტი. განხორციელდება 20 ათასამდე ადამიანის გადასახლება. ხელისუფლებამ უკვე ააშენა ახალი ქალაქი 710 საცხოვრებელი სახლით, მაგრამ ჰასანქეიფის უამრავ მცხოვრებს ქალაქის დატოვება არ სურს.
იგეგმება ქალაქის რვა უმთავრესი არქიტექტურული ძეგლის გადატანა უსაფრთხო ადგილზე. დანარჩენი ძეგლები კი წყლის ქვეშ მოექცევა.
მათ შორის არის უძველესი მეჩეთები, ისლამური სამარხები, ასევე გამოქვაბულები, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქაში დასახლდნენ. ადგილობრივმა აქტივისტებმა, ქალაქის გადასარჩენად, განაცხადი წარადგინეს მის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად. მაგრამ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მათ უარი უთხრა, რადგან წესების თანახმად, განაცხადი თურქეთის კულტურის სამინისტროს მიერ უნდა იყოს წარდგენილი.
თუმცა ჰასანქეიფი იუნესკოს დაკვირვების ნუსხაში მაინც მოხვდა. სმიტსონის ინსტიტუტის ბიოლოგების განცხადებით, კაშხალი ასევე საფრთხეს უქმნის ცხოველების ზოგიერთ სახეობას, მათ შორის უიშვიათეს კუს - ევფრატულ ტრიონიქსს.
2009 წელს Société Générale, UniCredit-მა და DekaBank-მა კაშხლის მშენებლობაზე კრედიტი არ გასცა პროექტის გარემოსა და კულტურული მემეკვიდრეობის დაცვის სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თურქეთს მშენებლობის დაფინანსება თავისი ხარჯებით მოუწევს. ტყის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ვეისელ ეროღლუმ განაცხადა, რომ ხელისუფლება ააშენებს კაშხალს, წინააღმდეგობების მიუხედავად. ამჟამად, სამუშაოები თურქული ბანკების დახმარებით გრძელდება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















