თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე - მდინარაძე ენმ-სა და "ევროპულ საქართველოს"
საქართველო, თბილისი - 14:46 | 17.09.2019 ნანახია: 625
"პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე. ავტოკრატიულობის მსგავსებიდან დაწყებული რუსული საქმე აკეთეთ, - ასე მიმართა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს.
"აუცილებლად უნდა ვუპასუხო გიგა ბოკერიას და შევეცდები მაქსიმალურად ზრდილობიანად გავაკეთო ეს ყველაფერი. კაცი რომ იქაჩები რაღაცეებს და მერე უკანა კარიდან გადიხარ სიტყვითაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც, იქ დამთავრებულია ყველაფერი და ესეც ორმაგი სტანდარტია. ორმაგ სტანდარტზე გავაგრძელებ. აქ, მიკროფონში მეტს არ ვიტყვი.
ორმაგი სტანდარტია, რომ თქვენი დანაყოფები, "ევროპული საქართველო" და საკუთრივ "ნაციონალური მოძრაობა", თავს უწოდებთ პროდასავლურს, მოუწოდებთ პროდასავლურ ძალებს კოალიციაში არ შევიდნენ 2020 წელს ქართულ ოცნებასთან და თქვენი გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ შეეკვრება პრორუსულ ძალებს, ოღონდ ეს ხელისუფლება დაამხოს და დაამარცხოს. ეს ერთი ინდიკატორი.
მეორე, დადარაჯებული არიან ეს ადამიანები, რომ ვინმეს რამე წამოცდეს ომის თემაზე. რომ მისი ინტერპრეტაცია მოახდინონ და მეორე მხრივ, ორივე შტო ნაცმოძრაობის ასე ხმაშეწყობილად რეზოლუციის მხარდაჭერას, ომის შედეგებს, თითქოს "ქართულ ოცნებას" დაეკარგოს ტერიტორიები და "ქართულ ოცნებას" შეეწყოს ხელი და ყველაზე საშინელ დანაშაულს Tავის მმართველობის პერიოდში ჩადენილს, აქეთ ამისამართებენ.
მესამე, ვითომ ეთანხმებით პრაგმატულ პოლიტიკას და დასავლურ მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. და ამ დროს, კვარტალში ერთხელ შემოაგდებთ ისეთ თემას, სპეკულაციურს აბსოლუტურად, რომლის შედეგები შეიძლება დამაზიანებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის და არა ოკუპანტი სახელმწიფოსთვის. ემიჯნებით ვითომ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ერთად მავნებლობთ ტყუილებით და ტყუილებზე აგებული პიარ-სტრატეგიით.
შემდეგი თემა. ერთის მხრივ ლაპარაკობთ დასავლურ ღირებულებებზე და კომიტეტზე გიგა ბოკერია შეურაცხყოფას აყენებს და განადგურებით ემუქრება სოფო ქაცარავას. მერე გამოხვალთ და დასავლურ ღირებულებებზე და მაღალ მატერიებზე ლაპარაკობთ ისეთი პათოსით, თითქოს მართლები იყოთ და გჯეროდეთ თვითონვე რასაც ლაპარაკობთ.
გმობთ ხოლმე სპეკულაციურ განცხადებებს და ისეთი პათოსით გამოდიხართ აქაც, თითქოს ეს სპეკულაციები ძალიან გაღიზიანებთ და ამ დროს, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, პენსიების ზრდაზე და შესაბამის რესურსზე ილაპარაკა და მეორე თუ მესამე დღეს გამოდის თქვენი ლიდერი და ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ, პენსიები გავზარდოთო. სპეკულაციის მეტი ხარისხი ალბათ წარმოუდგენელია“, - თქვა მდინარაძემ.
პოლიტიკა
- გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს
- ელისაშვილი აპირებს მარტო შევიდეს პარლამენტში, გირჩი რჩება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გარეთ - იაგო ხვიჩია
- პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ესხმის თავს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს - ნინო ლომჯარია
- მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს და საუბარს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე - ჯეიმს აპატურაი
სამართალი
- სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი, კობა დავითაშვილის საქმეზე, დამნაშავედ ცნო
- მარნეულში ჯართის ჩამბარებელ პუნქტს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ
- რუსთავში 12 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივნიდან გადავარდა
- ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1103 ფაქტი გამოვლინდა
კონფლიქტები
- სოფელ ხურჩის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
- ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მომდევნო ე.წ. სასამართლო პროცესი 25 იანვარს გაიმართება
- სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს
- ოკუპანტების მიერ ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია
ეს საინტერესოა
- როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ვაქცინაციის ისტორია მე -18 საუკუნიდან დღემდე
- Pantone-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
- Facebook Messenger-სა და Instagram-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ თვითგამანადგურებელი შეტყობინებები გააგზავნონ
- მიუნხენის აუქციონზე ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის მანუსკრიპტი გაიყიდა
მედიცინა
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
- Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2020 მიმდინარეობს
- თეგეტა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
- საქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა