გვარამია, პროდასავლურობაზე ლაპარაკობს და „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დამფინანსებლისგან იღებს დაფინანსებას - მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 14:35 | 17.09.2019
ნანახია: 959

გვარამია, თქვენი სულიერი ძმა, პროდასავლურობაზე ლაპარაკობს და „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი მთავარი დამფინანსებლისგან იღებს დაფინანსებას, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ნაციონალ მოძრაოაბასა და ევროპულ საქართველოს.

მისი თქმით, გვარამია სამომავლო ბულინგს ეწევა, 2020 წლისთვის პრევენციას აკეთებს.

„გვარამია, თქვენი სულიერი ძმა, მეორე შტოდან, პროდასავლურობაზე ლაპარაკობს და აქაც აკრძალვებს და სამომავლო ბულინგს ეწევა, 2020 წლისთვის პრევენციას აკეთებს და ამ დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი მთავარი დამფინანსებლისგან იღებს დღეს დაფინანსებას და იმის ბაზაზე რაღაცებს აკეთებს“, - თქვა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე