უკრაინაში კონფლიქტი ვიღაცას სჭირდება - ალექსანდრ ლუკაშენკო

საქართველო, თბილისი - 14:18 | 03.09.2019
ნანახია: 994

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის, რომ უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტის გაგრზელება ვიღაცას სჭირდება. მისი თქმით, ამას მოწმობს ევროპის მხრიდან ბელარუსის მიერ წარდგენილ გეგმაზე უარის თქმა.

„როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა დამირეკა და დაინტერესდა როგორ იყო ბელარუსის თვლსაზრისი. მე არ მინდოდა ჩარევა, რადგან ვიცოდი, რაც იქ ხდებოდა და კონფლიქტის მიზეზს რაც წარმოადგენდა, მაგრამ მისი დაჟინებული თხოვნით, გავგზავნე კონკრეტული მოქმედებების გეგმა პირადი გარანტიებით, ბელარუსის გარანტიებით იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა გატარებულიყო.

მე დავამატე: თუ თქვენ ამ გეგმას არ მიიღებთ, ჩავთვლი, რომ, ევროპას არ სურს ამ კონფლიქტის დასრულება“, - განაცხადა ლუკაშენკომ მინსკში ანტიტერორისტულ კონფერენციაზე.

მან აღნიშნა, რომ ცივილიზებულმა ევროპამ ეს გეგმა უარყო.

„დღემდე რატიმ ვერ შეძლეს ამ კონფლიქტის დასრულება უკვე ხუთი წელია? იმიტომ, რომ ეს ვიღაცას სჭირდება“, - დასძინა ლუკაშენკომ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე