ირანში ჰომოსექსუალი სახალხოდ ჩამოახრჩვეს
საქართველო, თბილისი - 13:37 | 03.09.2019 ნანახია: 1290
ირანში სახალხოდ ჩამოახრჩვეს მამაკაცი, რომელსაც ბრალი ჰომოსექსუალობის კანონის დარღვევაში დასდეს. წერს The Jerusalem Post-ი. ეს წლის დასაწყისში მოხდა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ახლახან გავრცელდა.
გამოცემის ცნობით, 31 წლის ირანელი მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სიკვდილით ქალაქ კაზერუნში დასაჯეს (ფარსის პროვინცია). ის მამაკაცებს შორის სექსუალური ურთიერთობის შესახებ კანონის დარღვევაში და ორი 15 წლის მოზარდის გატაცებაში დაადანაშაულეს. მედიის ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა მამაკაცის სიკვდილით დასჯის გამო და სასამართლო ორგანოებს მადლობა გადაუხადა.
ეს ჰომოსექსუალობის გამო ადამიანის სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა არ არის. 2016 წელს ირანის ცენტრლურ ნაწილში სიკვდილით დასაჯეს ახალგაზრდა მამაკაცი. ის ასევე გაასამართლეს მამაკაცთან სექსუალური კავშირისთვის ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში. ასევე ცნობილია, 2011 წელს სამი ლგბტ პირის სასიკვდილო განაჩენის შესახებ.
ირანი 70 ქვეყნიდან ერთ-ერთია, სადაც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. ამასთან, მსგავსი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯის გარდა, ადამიანს შესაძლოა, მიესაჯოს პატიმრობა, ან გაროზგვა.
პოლიტიკა
- "თავისუფლების მოედანი" პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა
- რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას შეეხებოდა - საგარეო
- ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
- თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
მსოფლიო
- ჩვენ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიებს დავარტყით, დასასანქცირებელი თითქმის არაფერი დარჩა - მარკო რუბიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ წელიწად-ნახევარში 120-ზე მეტი Geely Coolray გაყიდა
- Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
- მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















