ივანიშვილი მეტ პატივს სცემს მის ზვიგენსა და ზებრას, ვიდრე ხალხს - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 12:53 | 03.09.2019
ნანახია: 1103

ივანიშვილი მეტ პატივს სცემს მის ზვიგენსა და ზებრას, ვიდრე ხალხს- აცხადებს პარლამენტის დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძე ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენის კომენტირებისას.

რომან გოცირიძის თქმით, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენა, საზოგადოებისთვის სილის გაწვნის ტოლფასია.

"ივანიშვილი მეტ პატივს სცემს მის ზვიგენსა და ზებრას, ვიდრე ხალხს. ნაცვლად იმისა, რომ ანგარიში გაეწია საზოგადოებრივი პროტესტისთვის და მოეხსნა გახარია, პირიქით, თავზე დაგვასვა. დღეს ის არის მთავრობის თავმჯდომარე. ეს არის საზოგადოების დაცინვა, სილის გაწვნა და გამოწვევა. ამ გამოწვევას საზოგადოება მიიღებს და ძალიან ცუდად დამთავრდება „ქართული ოცნების" პოლიტიკური ბედი, ვინაიდან ის მთავრობა, რომელიც ჩვენ ახლა მივიღეთ, ეს არის ფაქტობრივად გავრილოვის მთავრობა", - თქვა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე