არჩილ თალაკვაძემ “ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს დარბაზი იძულებით დაატოვებინა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 03.09.2019
ნანახია: 1305

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პროტესტის გამო „ევროპული საქართველოს” დეპუტატებს დარბაზი იძულებით დაატოვებინა.

არჩილ თალაკვაძემ პროსტესტის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილა. ვინაიდან ისინი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ,  რეგლამენტის 224-ე მუხლის თანახმად თალაკვაძემ მათი გაძევება მანდატურებს სთხოვა და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. 

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა, დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განიხილება."ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და მას არ დასწრებია. 

„ქართულმა ოცნებამ“, გიორგი გახარია პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დღეს დაასახელა.  გიორგი გახარიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს თავდაცვის მინისტრის პოსტს. ლევან იზორია უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს. შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაინიშნება.

ამ მომენტისთვის პლენარული სხდომა მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე