პარლამენტში სხდომის დაწყება ხმაურისა და სტვენის გამო ვერ ხერხდება

საქართველო, თბილისი - 12:29 | 03.09.2019
ნანახია: 891

პარლამენტის პლენარული  სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სხდომაზე იმყოფებიან „სირცხვილიას“ აქტივისტები, ისინი აპროტესტებენ 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს.

სხდომაზე არიან ოპოზიციონერი დეპუტატები „ევროპული საქართველოდან“.  ელენე ხოშტარია სხდომაზე სასტვენითა და წარწერიანი – „სირცხვიალია“ მაისურით მივიდა. ხოშტარიამ სტვენა დაიწყო, რაშიც მას პარტიის სხვა წევრებიც შეურთდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე