გახარიამ საკუთარი საქმიანობით დაიმსახურა პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენა – ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 10:33 | 03.09.2019
ნანახია: 1010

გიორგი გახარიამ საკუთარი საქმიანობით დაიმსახურა პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

“მე, როგორც თავმჯდომარემ, წარვადგინე პრემიერ მინისტრის ახალი კანდიდატურა გიორგი გახარიას სახით  და მივიღე სრული მხარდაჭერა. შემდგომ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან და იქ კითხვები არ დასმულა.ჟურნალიტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. ვფიქრობ, მან საკუთარი საქმიანობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენიდან, შემდეგ იგი იყო ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა. ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს. კიდევ ერთხელ მინდა, წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დღეს დაასახელა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე