ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს

საქართველო, თბილისი - 10:23 | 03.09.2019
ნანახია: 1031

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია დაიკავებს, – ამის შესახებ დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ლევან იზორია დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში. ის უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე