20 ივნისის ღამე არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 17:08 | 02.09.2019
ნანახია: 807

20 ივნისის ღამე არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება და დარწმუნებული ვარ, გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, წელგამართული ივლის, რადგან მისი საქმე ყოველთვის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდა.

„ძალიან ბევრს დავდივარ საქართველოში და ასევე გავაგრძელებ სიარულს. მე ვივლი წელგამართული, თავაწეული, რადგანაც, რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს. ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მე და დარწმუნებული ვარ, გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, პოლიცია ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას შტურმს და ამიტომ მათ სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ.

„პოლიცია, ეს პასიური კორდონი, ფიზიკურად ვეღარ ამაგრებდა, ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას შტურმს და მათ მოუწიათ სპეციალური საშუალებების გამოყენება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე