ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალზე MANAKI BROTHERS 4 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

საქართველო, თბილისი - 15:09 | 02.09.2019
ნანახია: 1070

14 – 21 სექტემბერს მაკედონიის ქალაქი ბიტოლა უმასპინძლებს ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალს MANAKI BROTHERS. ფესტივალზე, რომლის ფოკუს ქვეყანა წელს საქართველოა, შემდეგი 4 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი:

რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი";
თინათინ ყაჯრიშვილის "პატარძლები";
მარიამ ხაჭვანის "დედე";
ლევან კოღუაშვილის "შემთხვევითი პაემნები";
MANAKI BROTHERS კინოოპერატორთა ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალია, რომელიც მაკედონიის კინოპროფესიონალთა ასოციაციის ინიციატივით 1979 წელს დაარსდა. იგი ცნობილი ოპერატორი ძმების – იანაკი და მილტონ მანაკების სახელს ატარებს.

ფესტივალის ჯილდო "კამერა 300" არაერთი წარმატებული კინემატოგრაფისტისთვის გადაუციათ. მათ შორის არიან მსახიობები: დერილ ჰანა, კატრინ დენევი, იზაბელ იუპერი და ჟულიეტ ბინოში. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს "კამერა 300"-ის მფლობელი ქართველი ოპერატორი მინდია ესაძე გახდა მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის "დინოლა".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე