ქარიშხალ „დორიანს“ 7 წლის ბიჭი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:46 | 02.09.2019
ნანახია: 939

ქარიშხალ „დორიანს“ 7 წლის ბიჭი ემსხვერპლა. „დორიანი“თავს ბაჰამის კუნძულების ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ აბაკოს დაატყდა თავს.

გამოცემის ცნობით, ბავშვი იმ დროს დაიხრჩო, როდესაც მისი ოჯახი სტიქიისგან გადარჩენისთვის იბძოდა. მისი დის ადგილსამყოფელი უცნობია.

ატლანტის ოკეანეში ჩამოყალიბებულ ქარიშხალ „დორიანს“ უმაღლესი, მეხუთე კატეგორია მიენიჭა, ქარიშხლის მაქსიმალური სიჩქარე საათში 300 კმ-ს აღწევს. მოსალოდნელია, რომ ათწლეულების განმავლობაში ის ყველაზე ძლიერი იქნება.

„დორიანი“ ბაჰამის კუნძულებს თავს კვირას დაატყდა.

ფლორიდის, ჯორჯიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინას შტატების ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სამხრეთ კაროლინას მთელს სანაპიროზე და ჯორჯიის სანაპიროს ნაწილზე გამოცხადებულია ევაკუაცია, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე