ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც არღვევს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, აღიკვეთება ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებით - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტი

საქართველო, თბილისი - 16:58 | 30.08.2019
ნანახია: 1350

„ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც არღვევს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, აღიკვეთება ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებით, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

ე.წ. პარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედება შეფასებულია, როგორც „დაუფარავი აგრესიის აქტი, რომელიც მიმართულია რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ“.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველიოს ხელისუფლება აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას ოსი ხალხის წინააღმდეგ.

 „საქართველოს მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მხარს უჭერენ აშშ და ნატოს ქვეყნები, რომლებსაც ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევის მცდელობაში“, - ნათქვამია ე.წ. პარლამენტის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე