ანკარა მოსკოვთან სუ-57-ი ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 16:00 | 30.08.2019
ნანახია: 144

ანკარა მოსკოვთან  სუ-57-ი ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯბ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

 „მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ის მომავალშიც გაგრძელდება. საერთაშორისო საავიაციო-კოსმოსური სალონის დათვალიერების შემდეგ რუსეთში ჩვენი სამინისტროების წარმომადგენლები დარჩნენ. ჩვენ ვიმოქმედებთ, მოლაპრაკებების მაგიდაზე დავდებთ ჩვენს პირობებს კრედიტირებისა და ერთობლივ წარმობასთან დაკავშირებით“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, თუ ვაშინგტონი არ შეიცვლის თავის პოზიციას მოიერიშე F-35-თან დაკავშირებით, ანკარა სიტუაციიდან სხვა გამოსავლის მოძებნას დაიწყებს.

თურქეთის მიერ რუსული ანტისარაკეტო სისტემების შეძენამ თურქეთსა და აშშ-ს შორის საერთაშორისო  სკანდალი გამოიწვია. შეერთებული შტატები თურქეთისგან მათ შეძენაზე უარის თქმას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი არ გამორიცხავდა ანკარასთვის გამანადგურებელ F-35-ის მიყიდვის გაუქმებას. თურქეთი დათმობაზე არ წავიდა. ამის შემდეგ  F-35-ის პროგრამაში თურქეთის მონაწილეობა დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე