ძაღლმა პატრონები ხანძრისგან გადაარჩინა, თვითონ კი ცოცხლად დაიწვა

საქართველო, თბილისი - 15:18 | 30.08.2019
ნანახია: 1928

ფლორიდის შტატის სენტ-ლუისის ოლქში ძაღლმა პატრონები ხანძრისგან გადაარჩინა, თვითონ კი ცოცხლად დაიწვა. იუწყება TCPalm-ი.

68 წლის ფრედ დონხია ყვება, რომ მისმა ძაღლმა, დენისმა ყეფა შუაღამისას დაიწყო, როდესაც მთელს ოჯახს ეძინა. მამაკაცს გამოეღვიძა და დაინახა, რომ სამზარეულო იწვოდა. მან ცოლი და შვილი გააღვიძა და სახლი მათთან ერთად სწრაფად დატოვა. შემდეგ კი მაშველები გამოიძახა.

მაშველებმა ცეცხლი ერთ საათში ჩააქრეს, მათ დონხიას კურდღელი უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა ძაღლის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

 „ესიყო ტრაგედია. დენისი ისეთი საყვარელი იყო. ის, რომ არა, ჩვენ ახლა ცოცხლები არ ვიქნებოდით. ძაღლმა ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინა და ამისთვის თავისი გაწირა“, - აღნიშნა მამაკაცმა.

დონხიას ვაჟი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოჯახის დანარჩენი წევრები არ დაშავებულან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე