ბრიტანეთის მუზეუმმა ერაყს გატაცებული არტეფატქების უდიდესი კოლექცია დაუბრუნა |ფოტო

საქართველო, თბილისი - 14:25 | 30.08.2019
ნანახია: 932

 

ბრიტანეთის მუზეუმმა ერაყს არტეფაქტების უდიდესი კოლექცია დაუბრუნა, რომელიც მანამდე ქვეყნიდან გაიტაცეს და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე გადაიტანეს. იუწყება გაზეთი Times-ი.

გაზეთის ცნობით, ექსპონატების გადაცემა ლონდონში ერაყის სალეჩოში მოხდა. კოლექცია შეიცავს 156 თიხის ფირფიტას ლურსმული დამწერლობით, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტებს, წერილებს, სკოლის ტექსტებს და მათემატიკურ მაგალითებს. ექსპონატების უმეტესობა ჩვენს ერამდე 2100 და 1800 წლებით არის დათარიღებული და მიეკუთვნება ურას ან ძველი ბაბილონის დინასტიებს.

2011 წელს საბაჟო სამსახურმა ამოიღო ტვირთი, რომელიც დიდ ბრიტანეთში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან გადაჰქონდათ. ექსპონატები ბრიტანეთის მუზეუმს მათი ღირებულების შეფასების მიზნით გადასცეს. სავარაუდოდ, არტეფაქტები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა 2003 წელს მოიპარეს და ერაყიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადაიტანეს.

Посмотреть изображение в Твиттере

Посмотреть изображение в Твиттере

Посмотреть изображение в Твиттере

Посмотреть изображение в Твиттере


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე