ვან დეიკი გასული სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა

საქართველო, თბილისი - 13:38 | 30.08.2019
ნანახია: 1273

ინგლისის „ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დეიკი უეფამ 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

დაჯილდოების ცერემონია მონაკოში გაიმართა. ვან დეიკს ასევე გადასცეს ჩემპიონთა ლიგის იმავე სეზონის საუკეთესო მცველის ჯილდოც.

საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ასევე იბრძოდნენ „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ და „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე