ესპანეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 30.08.2019
ნანახია: 2206

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ცხრა წლის ქალიშვილი ხანა გარდაეცვალა, ამის შესახებ ის მიკრობლოგ Twitter-ში წერს. ენრიკეს თქმით, გოგონა ხუთი თვის განმავლობაში ოსტეოსარკომას - ძვლის კიბოს ებრძოდა.

 „შენ გზისმკვლევი ვარსკვლავი იქნები ჩვენი ოჯახისთვის. განისვენე მშვიდად, ჩემო ძვირფასო“, - დაწერა ენრიკემ Twitter-ში.

ენრიკეს სამძიმარი გამოუცხადეს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა, მათ შორის ლიონელ მესიმ და სერხიო რამოსმა.

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს 2018 წლის 9 ივლისიდან წვრთნიდა, პოსტი მან ქალიშვილის ავადმყოფობის გამო მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვა.

მანამდე ენრიკე თავკაცობდა იტალიის „რომას“ და  ესპანეთის „ბარსელონას“. მან „ბარსელონასთან“ ერთად ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი. 2015 წელს ის ფიფამ წლის საუკეთესო ტრენერად აღიარა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე