მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 13:07 | 30.08.2019
ნანახია: 1067

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულს, თამარ საძაგლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

ბავშვის დაჭრისთვის დაკავებულის მიმართ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც ბრალდებულის ადვოკატი ალექსი გაბუნია არ ეთანხმებოდა. ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.

საქმის პროკურორების განცხადებით, ბრალდებულის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზები და სწორედ ამ ექსპერტიზების დასკვნის შემდეგ იქნება ბრალდების მხარის პოზიცია შემდგომ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

წინასასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე