მიუღებელია ჩორჩანას ირგვლივ განვითარებული მოვლენები - კარლ ჰარცელი

საქართველო, თბილისი - 12:05 | 30.08.2019
ნანახია: 1676

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეხმიანება ჩორჩანაში განვითარებული მოვლენებს და მიკრობლოგ "ტვიტერით" განცხადებას ავრცელებს.

"ჩორჩანას ირგვლივ განვითარებული მოვლენები, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შეიარაღებული პირების მიახლოება და კონფრონტაციული ენა, რომელიც გამოყენებული იყო ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, მიუღებელია. ჩვენ მოველით, რომ ყველა მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებას და გამოიყენებს გავლენებს, რათა არ მოხდეს ვითარების ესკალაცია", - წერს ჰარცელი.
 
სოფელი ჩორჩანაში 29 აგვისტოს გვიან ღამით საოკუპაციო ძალების ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.

მოგვიანებით, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე სამუშაო შეხვედრა ჩაიშალა, რაზედაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე