ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:13 | 29.08.2019
ნანახია: 207

29 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9379 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9415 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.36 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2531 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2671 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.40 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5038 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5845 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 აგვისტოდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე