საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად – სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:10 | 23.08.2019
ნანახია: 1331

საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ „ტვიტერში“ .

„ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული.

ბრაზილიის პრიდენტმა ჟაირ ბოსლონარუმ განაცხადა, რომ ქვეყანას ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში რესურსი არ ყოფნის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე