ემანუელ მაკრონი ამაზონის ხანძარს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს - ჟაირ ბოლსონარუ

საქართველო, თბილისი - 12:35 | 23.08.2019
ნანახია: 1184

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც G7-ის სამიტზე ამაზონის ხანძრის საკითხის დაყენების შესახებ განაცხადა, კოლონიალურ მენტალობასა და ხანძრის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.

როგორც ცნობილია, მაკრონმა ამაზონის ტყეებში ხანძარს მსოფლიო კრიზისი უწოდა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს ბიარიცში სამიტის მიმდინარეობისას ამ პრობლემის განხილვისკენ მოუწოდა.

 „ვწუხვარ, რიმ პრეზიდენტი მაკრონი ისწრაფვის გამოიყენოს ბრაზილიისა და მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეები თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის... საფრანგეთის პრეზიდენტის წინადადება, განიხილონ ეს საკითხი სამიტზე ბრაზილიისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მონაწილეობის გარეშე, გვაგონებს კოლონიალურ მენტალობას, რომლის ადგილიც 21-ე საუკუნეში არ არის“, - წერს ბოლსონარუ მიკრობლოგ Twitter-ში.

ბრაზილიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მაკრონი ამაზონში ვითარების აღწერისას ფეიკფოტოსურათებს ეყრდნობოდა.

ამაზონის ტყეებში ძლიერი ხანძრები უკვე სამი კვირაა მძვინვარებს. ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ბრაზილიას რესურსი არ ყოფნის.

Image result for пожаров в Амазонии




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე