ბორის ჯონსონმა ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს ფეხი მაგიდაზე შემოდო (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 12:11 | 23.08.2019
ნანახია: 907

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს ფეხი ჟურნალების მაგიდაზე შემოდო. აღნიშნულ ეპიზოდეზე ყურადღება გამოცემა Busines Insider-მა გაამახვილა.

სოციალურ ქსელებში ჯონსონი უადგილო საქციელის გამო გააკრიტიკეს. კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერის ბიოგრაფმა სონია პერნელმა მის საქციელს უხეში და სამარცხვინო უწოდა.

ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯონსონის საქციელი სავარაუდოდ ხუმრობა იყო.

შეხვედრის ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ იცინიან მაკრონი და ჯონსონი.

ამასთან, ჟურნალისტების უმეტესობამ ბრიტანეთის პრემიერის საქციელს არადიპლომატიური უწოდა.

 

 

Посмотреть изображение в Твиттере




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე