ბრაზილიას ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად რესურსი არ ყოფნის

საქართველო, თბილისი - 10:00 | 23.08.2019
ნანახია: 1365

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ სახელმწიფოს არ ყოფნის რესურსი ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად. ხანძარი ამაზონის ტყეებში უკვე სამი კვირაა მძვინვარებს.

ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ხელისუფლება ტყის ხანძრების გაჩენის მიზეზებს იკვლევს.

ამაზონის ტყეებში ძლიერი ხანძარი სამი კვირაა გრძელდება. ბრაზილიის კოსმოსური კველვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ამაზონის ტყის ხანძრების ფართობი 82 პროცენტით აღემატება ტერიტორიას, რომელიც გასულ წელს ცეცხლით იყო მოცული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე