საუკეთესო არხი ცხვება, მთავარი ხალხი, ვინც „რუსთავი2“-ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 15:28 | 21.08.2019
ნანახია: 2220

 

ვაკეთებ ამბიციურ ტელევიზიას, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რუსთავი2-ზე უკეთესი,- ამის შესახებ “რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი „ფეისბუქის“ თავის გვერდზე წერს. მისი თქმით, ამბიციური ტელევიზია იქმნება და ორშაბათიდან თანამშრომლებთან კონტრაქტების გაფორმება დაიწყება.

„მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ.

აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ.

მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და

მოიპოვეთ
ჩვენთან 
ერთად
თავისუფლება

ps ბოლო ოთხის სიტყვა მთავარი არხის სლოგანია 

pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that“, - წერს გვარამია. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე