ბათუმში ქვეითად მოსიარულე ორ პირს მანქანა დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 09:34 | 21.08.2019
ნანახია: 768

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ქვეითად მოსიარულე ორ პირს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. თვითლმხილველების ინფორმაციით, დაშავებულებს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათი ინფორმაციით ავტომობილი 2 ქვეითს შეეჯახა, ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების განმარტებით გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე